logo
ENG



გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

30 ივნ 202217:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/yoxue6pg8izt8as.png

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1.2 მილიარდი დოლარიდ სამხედრო დახმარებას გაუწევს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატოს სამიტზე გააკეთა.

"დაფინანსების გაზრდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ახალ ფაზას გამოავლენს. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარების გავუწევას უკრაინელ ჯარისკაცებს. პუტინის სისასტიკის გამო ისევ იღუპება უკრაინელი ხალხი და ის საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და მშვიდობას...ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა პუტინმა უკრაინაში კრახი განიცადოს", - თქვა ჯონსონმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება ამერიკის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა აღმოუჩინა და 2.8 მილიარდ დოლარს მიაღწია.


close დახურვა