logo
ENG



ოცნებიდან წასულები: რომ დავუშვათ, ივანიშვილი გუნდს ურჩევს, ეს არაფორმალური მმართველობა არაა

30 ივნ 202219:55
3 წუთის საკითხავი
clock 883
2022/06/30/lgv9ohwdb5a1ia4.jpg

საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.

თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ამას ყოველთვის ასრულებს კიდეც. ის დღეს არც პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და არც მედიას აფინანსებს. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავითარი ბიზნესი არა აქვს. ყველა პროექტი, რომელსაც ის ქვეყანაში ახორციელებს, სოციალური ქველმოქმედების გამოხატულებაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ფაქტები არავისგან დაიმალებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატივს სცემს და იცავს წესებსა და კანონებს და ყოველთვის ამ პრინციპებით მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, ოლიგარქად მის მოხსენიებას არავითარი საფუძველი არა აქვს.

 

close დახურვა