logo
ENG



ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა

04 ივლ 202212:07
3 წუთის საკითხავი
clock 954

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაცია 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე აისახა 0.1 პროცენტული პუნქტით.

ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურების (5.5 პროცენტი) და საზოგადოებრივი კვების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია ალკოჰოლური სასმელების (1.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-0.8 პროცენტი). 


close დახურვა