![2022/07/05/tukd1500o5wtbvz.jpg](/uploads_script3/articles/2022/07/05/tukd1500o5wtbvz.jpg)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს რუსეთს საზღვაო ტრანსპორტზე წვდომა შეუზღუდოს.
"რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული საზღვაო ტრანსპორტზე, რომელიც უცხოური ფლოტებითაა უზრუნველყოფილი. მე მოვუწოდებ პარტნიორებს: რუსეთის წვდომა მათ სერვისებზე შეზღუდონ და პუტინის ომის მანქანა გაანადგურონ," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებას თქმით, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე.