logo
ENG



სამხრეთ აფრიკაში შეიარაღებულმა ჯგუფმა ერთ-ერთ ტავერნაში 15 ადამიანი მოკლა და 9 დაჭრა

10 ივლ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
AFP

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სოუეტოს დასახლებაში ერთ-ერთ ტავერნაში შეიარაღებულმა ჯგუფმა 15 ადამიანი მოკლა და 9 დაჭრა.

პოლიციის ცნობით,თავდამსხმელები ორლანდოს აღმოსავლეთ ტავერნაში კვირას, გამთენიისას შევიდნენ და სტუმრებს განურჩევლად დაუწყეს სროლა.

დაღუპულთა ასაკი 19-დან 35 წლამდე მერყეობს. BBC-ის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილიდან ისინი თეთრი მინი ავტობუსით მიიმალნენ. თავდასხმის მოტივი და თავდამსხმელთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

პოლიციის განცხადების მიხედვით ჯგუფი ავტომატებითა და 9 მმ-იანი პისტოლეტებით იყო შეიარაღებული.

სამხრეთ აფრიკის პოლიციამ ასევე განაცხადა რომ გუშინ ღამით სროლა იყო სარ-ის სიდიდით მეორე ქალაქ პიტერმარიცბურგში არსებულ ტავერნაშიც, რომელიც სოუეტოდან 500 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. პიტერმარიცბურგში თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

2022 წლის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკა დანაშაულის დონით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.  აქ ყოველ წელს დაახლოებით 20 000 ადამიანს კლავენ.

 

close დახურვა