logo
ENG



სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი "ციხეებში გადატვირთულობის" გამო გაათავისუფლეს

12 აგვ 202316:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/12/ngkjv5b80noc0gq.jpg

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, 81 წლის ჯეიკობ ზუმა პენიტენციურ დაწესებულებებში "ადგილების ნაკლებობის" გამო ციხეში სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლეს. მანამდე ზუმა სამედიცინო მიზეზებით პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.

ამჟამად იუსტიციის მინისტრმა რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ზუმა ციხეების გადატვირთულობის გამო გაათავისუფლეს. ყოფილი პრეზიდენტი მოხვდა იმ დამნაშავეების გათავისუფლების პროგრამაში, "რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხის დაბალ დონეს წარმოადგენენ". პროგრამა მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება შემსუბუქდეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ციხიდან 9 ათასი პატიმარი გათავისუფლდა.

სასჯელაღსრულების სამსახურის ეროვნული კომისრის  თქმით, ზუმა თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე და "სისტემაში მიიღეს", რის შემდეგაც ერთ საათში გაათავისუფლეს.

ლამოლას თქმით, ზუმას გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე იქნა მიღებული. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში არ სარგებლობდა რაიმე პრივილეგიით.

BBC სამხრეთ აფრიკის პენიტენციური დაწესებულებების დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა ამჟამად 47%-ით აღემატება ოფიციალურ ტევადობას.

2021 წლის ივნისში კონსტიტუციურმა სასამართლომ ზუმას 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს ჩვენების მიცემის მოთხოვნის შეუსრულებლობაში იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში კორუფციას იძიებდა. ამის შემდეგ მისი მომხრეების საპროტესტო აქციები დაიწყო. არეულობის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 350-ზე მეტი დააკავეს.

დაკავებიდან ორი თვის შემდეგ ზუმა სამედიცინო მიზეზით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. თუმცა ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლება უკანონო იყო და ზუმას ციხეში დაბრუნება დაავალა, რათა სასჯელი ბოლომდე მოეხადა.


close დახურვა