logo
ENG



ლომჯარია: ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ CPT-ის რეკომენდაციები ჩვენსას ემთხვევა

11 ივლ 202212:58
3 წუთის საკითხავი
 

ნინო ლომჯარიამ დღეს, 11 ივლისს კიდევ ერთხელ ილაპარაკა ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე. 

ამ საკითხზე სახალხო დამცველმა კონფერენციაზეც ისაუბრა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც 2021 წლის მაისში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგი ჩაატარეს და ე.წ მაყურებლების მეშვეობით ციხეების მართვის პრობლემა გამოავლინეს. 

ლომჯარიას თქმით, მოხარულია რომ CPT-ის რეკომენდაციები ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. 

"ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში.

ამ ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს მსგავსი პრაქტიკა. 

ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის კეთილმოწყობის მიხედვით განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა ვისაუბროთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, რადგან ციხის კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული მმართველობა პრივილეგირებულ პატიმრებზე არის ძალიან დიდი პრობლემა". - თქვა ნინო ლომჯარიამ

სახალხო დამცველი 2 წელზე მეტია, ლაპარაკობს არაფორმალურ მართვაზე დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მან თქვა ისიც, რომ ინფორმაციის გახმაურების გამო ერთ-ერთი პატიმარი ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს დაემუქრა და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა. 

საპატიმროებში არსებული პრობლემების გახმაურების გამო ნინო ლომჯარია არაერთხელ გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედტიაციის და შეურაცხყოფის ობიექტი. 


close დახურვა