
საბერძნეთში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს.
ბერძნული მედიის ცნობით, წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა, ძირითადად სამკაულები.
კუნძულ მიკონოსზე მდებარე ვილა ბაჩიაშვილმა მეგობრებთან ერთად დაახლოებით 1 საათით დატოვა.
ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, მძარცველები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ, საძინებელში აღმოაჩინეს ძვირფასეულობით სავსე საცავი და სრულად წაიღეს.
ბაჩიაშვილმა ბერძნულ მედიას უთხრა, რომ პოლიციამ ანაბეჭდები უკვე აიღო და რომ ძვირფასეულობის დაბრუნების იმედი აქვს.