სასტიკად მოკლული ანასტასია შატალოვას საქმეზე განაჩენს სასამართლოში ხმაური და მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულების ოჯახის წევრების შესაკავებლად მანდატურების სამსახურის დამატებითი შემადგენლობის გამოძახება გახდა საჭირო. 20, 17 და 4 წლიანი პატიმრობა - დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ბრალდებულები შემსრულებლები არ არიან. რაც შეეხება მკვლელობის დამკვეთს, პატიმართა ოჯახები შატალოვას ყოფილ ქმარს ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს გამოძიება ხელს აფარებს. შეკვეთილ მკვლელობაზე ეჭვი მოკლულის ოჯახსაც აქვს, მაგრამ შატალოვას მამა დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მსხვერპლის მშობლები დამკვეთზე გასვლას მოითხოვენ. განაჩენის გამოცხადებამდე დღეს ბრალდებულები უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა დაკავებულის შეძახილი -"შენც მოგკლავდი".
ვერდიქტი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე
14 ივლ 202220:18
3 წუთის საკითხავი