logo
ENG



ექსტრემალური სიცხე ევროპაში - ტყის ხანძრები და რეკორდულად მაღალი ტემპერატურა

19 ივლ 202209:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/nsldo19ak8rtfy6.jpg

ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. დასავლეთ ევროპაში ახლა ტემპერატურის დაწევას ელოდებიან, რადგან სიცხის ტალღა ჩრდილოეთისკენ გადადის.

ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს ექსტრემალური სიცხის გამო. ესპანეთის ჩრდილოეთით კი ორშაბათს 43C დაფიქსირდა.

ტყის ხანძრებმა საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კი ათასობით ადამიანი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

მოსალოდნელია, რომ სამშაბათს გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ცხელი დღეს დაფიქსირდეს.

მაღალი ტემპერატურის გამო დიდი ბრიტანეთში შეფერხებები იყო ტრანსპორტირებაში. გაუქმდა რამდენიმე რეისი მატარებელზე, ასევე, ლონდონის Luton Airport-ში შეაჩერეს რეისები, რადგან ასაფრენი ბილიკის ნაწილი მწველი მზის ქვეშ ჩაიკეცა.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ საფრანგეთს "სიცხის აპოკალიფსი" ელოდება. საფრანგეთის ქალაქ ჟირონდაში ერთი კვირაა ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა მიწის 17 ათასი ჰექტარი.

ორშაბათს ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე იყო - ჰაერის ტემპერატურამ ქალაქ ვესტდორპში 33,6С-ს მიაღწია. ელოდებიან, რომ სამშაბათს კიდევ უფრო დაცხება და 39C იქნება.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ბელგიასა და გერმანიაში ტემპერატურა 40C-ზე აიწევს.

ხუთშაბათს პორტუგალიაში ტემპერატურა 47C იყო, რაც ივლისისთვის რეკორდული აღმოჩნდა.


close დახურვა