logo
ENG



ევროპული საბჭო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მისაღებად მოლაპარაკებაზე თანახმაა

19 ივლ 202213:01
3 წუთის საკითხავი
clock 623
2022/07/19/rj3yvzjcqqk97mr.jpg

ევროპული საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა და საბჭოს თავმჯდომარემ, პეტრ ფიალამ განაცხადა.

"ევროპული საბჭო, რომელსაც ჩეხეთი თავმჯდომარეობს, ახლახან ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდა.

დასავლეთ ბალკანეთის დასაახლოებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობის დიდი წარმატებაა," - თქვა ჩეხეთის პრემიერმა და საბჭოს თავმჯდომარემ.

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, 2014 წელს კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ჩრდილოეთ მაკედონიამ განაცხადი 2004 წელს გააკეთა, ხოლო კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიიღო.


close დახურვა