logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სახმელეთო შეტევებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებს

22 ივლ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/qauwgr891nmwzsi.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონბასში, ვუჰლეჰირსკის ელექტროსადგურზე თავდასხმის მოგერიებას აგრძელებენ. რუსული არტილერია ძირითადად კრამატორსკისა და სივერსკის მიმდებარე ტერიტორიებზეა ფოკუსირებული.

21 ივლისს, მიკოლაივის რეგიონის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა შვიდი საჰაერო თავდაცვის რაკეტა გამოუყენეს. მათი სამიზნე ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ობიექტები და საწყობები იყო. 

"რუსეთმა სახმელეთო შეტევებისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება სახმელეთო თავდასხმის რაკეტების დიდი დეფიციტის გამო დაიწყო."- წერია დაზვერვის განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით, რუსეთმა, სავარაუდოდ S-300 და S-400 სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსა, რომლებიც შორ მანძილზე, თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი. 

ამ იარაღებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან სამხედროებს ღია და მსუბუქ შენობებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაღწიონ გამაგრებულ სტრუქტურებში.

"დიდია შანსი, რომ ამ იარაღმა დაკარგოს სამიზნეები და გამოიწვიოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, რადგან ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები თავიანთი დანიშნულების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, სახმელეთო შეტევებისთვის ისინი არაა განკუთვნილი."


close დახურვა