logo
ENG



ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ტენდერების €2-ტრილიონიანი ​ბაზარი გაიხსნა

25 ივლ 202217:37
3 წუთის საკითხავი
clock 1873
2022/07/25/5tuuitym1mdyue0.jpg

ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ტენდერების €2-ტრილიონიანი ​ბაზარი გაიხსნა. 

გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ მიიღო. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს.

ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

"ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება  ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით". - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ


close დახურვა