რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პეტიციას რამდენიმე საათში ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა. პეტიცია გუშინ საღამოს, 3 აგვისტოს გავრცელდა.
"დაწესდეს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას", - ნათქვამია პეტიციაში.
ეს იდეა თავდაპირველად პარტია ლელომ დააყენა. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და შესაბამისად, არსებული პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია.