logo
ENG



ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, ნენსი პელოსის და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

05 აგვ 202214:37
3 წუთის საკითხავი
clock 823
2022/08/05/3h33s52kqk5y2fh.jpg
Sam Yeh / AFP

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ სანქციები დაუწესა. პეკინი სანქცირების მიზეზად აცხადებს, რომ მან ჩინეთის სუვერენულობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

სამინისტროს ცნობით, ჩინეთი სანქციებს „პელოსისა და მის უახლოეს ნათესავებს დაუწესებს“, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, პელოსი ტაივანში ვიზიტით „სერიოზულად ჩაერია ჩინეთის შიდა საქმეებში და სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩინეთის სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელმა  არ გაითვალისწინა ჩინეთის სადარდებელი და აშკარა წინააღმდეგობა იმ კუნძულზე ვიზიტთან დაკავშირებით, რომელზეც ჩინეთი აცხადებს, რომ მისი ტერიტორიაა.

ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.

ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან. 

 

close დახურვა