logo
ENG



კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს

05 აგვ 202216:38
3 წუთის საკითხავი
clock 1112
კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს.

"თუ ვინმეს აქვს რუსეთის მოქალაქის მიმართ და რუსი ეროვნების ადამიანის მიმართ აქვს ნეგატიური განწყობა როგორც ასეთი ესაა ქსენოფობიისა და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელი რომ იყო, უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ. იგივეა, აბსოლუტურად იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა", - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 4 აგვისტოს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში დედაენის ბარზე რუსეთის მოქალაქეების თავდასხმის შედეგად Google-ში ათასობით დაბალი შეფასება, უარყოფითი, ცრუ და მუქარის შემცველი კომენტარი გაჩნდა, რითაც ბარის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. 

თუმცა ახლანდელი მონაცემებით, ბარის შეფასება 4.8 ვარსკვლავია და რუსეთის მოქალაქეების მიერ მასობრივად დაწერილი უარყოფითი შეფასებები პლატფორმიდან წაშლილია.


close დახურვა