logo
ENG



ბეჟაშვილი ანტიკორუფციულის დაჯარიმებაზე: ავტოკრატიული რეჟიმის ნათელი გამოვლინებაა

05 აგვ 202217:29
3 წუთის საკითხავი
clock 889
2022/08/05/12edf7z9zhe74eh.png

ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, სასამართლოს მიერ ანტიკორუფციული მოძრაობის დაჯარიმება ავტოკრატიული რეჟიმის ნათელი გამოვლინებაა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, პარტია დაეხმარება მოძრაობას გაასაჩივრონ გადაწყვეტილება და იბრძოლო იქამდე, "სანამ სიმართლე თავის გზას არ იპოვის"

"სასამართლომ დღეს ქართული ოცნების და უჩა მამაცაშვილის დავალებით მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დააჯარიმა ანტიკორუფციული მოძრაობა იმისათვის, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს, რომლებიც კონკრეტულ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი. ჩვენ დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი დღითიდღე მკაცრდება და ეს სასამართლო გადაწყვეტილებაც ამის ნათელი გამოხატულებაა. დღეს ქვეყანაში სიმართლის თქმა პრაქტიკულად 15 000 ლარად შეაფასა სასამართლომ. ჩვენ მაქსიმალურ დახმარებას გამოვუცხადებთ ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომ მათ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრონ მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რათა კიდევ ერთხელ შევძლოთ წინ აღვუდგეთ ამ ვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ სანამ სიმართლე თავის გზას არ იპოვის"- თქვა ბეჟაშვილმა.

დღეს, 5 აგვისტოს  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 - 5 000 ლარი დააკისრა.

საქმე ეხება ე.წ ქოლცენტრების საქმეს. მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ამ სქემასთან კავშირში დაადანაშაულა, რაზეც მამაცაშვილმა "ცილისწამებისთვის" სასამართლოში იჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 150 000 ლარს ითხოვდა.

მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიჩნია, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ტელეეთერებში "ცილისმწამებლური" იყო.


close დახურვა