logo
ENG



რეალური საფრთხე თუ ქსენოფობია

05 აგვ 202220:07
3 წუთის საკითხავი
clock 819

რადიკალები, ომში ჩათრევა, ქსენოფობია გოიმობაა, - ივანიშვილის გუნდი საკუთარ მოქალაქეებს თავს ასე ესხმის. კობახიძე რუსეთიდან შემოსული პირების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმსაც კი ადარებს. საზოგადოების ნაწილს, ვისაც რუსი ვიზიტორების პროვოკაციაზე, მათ შემოდინებასა თუ კერძო ობიექტებზე შეტევაზე რეაქცია აქვს - ივანიშვილის ხელისუფლება მტრად აცხადებს. უკრაინაში წამოწყებული პუტინის ომის შემდეგ, მსოფლიო ფედერაციებმა, სახელოვნებო ცენტრებმა, საერთაშორისო ფესტივალებმა რუსეთს კარი დაუხურა, მხოლოდ საქართველოში მიიჩნევა მოსახლეობის ლეგიტიმური განგაში თუ პროტესტი ოკუპანტის ქცევაზე ქსენოფობიად. ოპოზიციის თქმით, კობახიძე უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა თანამედროვე სერგო ორჯონიკიძედ.

 


close დახურვა