logo
ENG



პუტინი და ერდოღანი რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვაზე შეთანხმდნენ

05 აგვ 202221:50
3 წუთის საკითხავი
clock 1063

თურქეთი და რუსეთი რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვაზე გადავლენ. შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სოჭში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიაღწია. 

მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, ჟურნალისტებთან კი რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გავიდა.

"ეტაპობრივად ეროვნულ ვალუტაში გადახდაზე გადავდივართ, მომარაგების ნაწილი გადახდილი იქნება რუსულ რუბლში. ეს ნამდვილად ახალი ეტაპია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მათ შორის ჩვენი ფულადი-საფინანსო ურთიერთობების განვითარების კუთხით", - თქვა ნოვაკმა.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ლიდერების მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგად მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს, თუმცა გაზის მიწოდების საკითხზე იქ საუბარი არაა.

გარდა ამისა, პუტინმა და ერდოღანმა მარცვლეულის ექსპორტი, ქვეყნებს შორის ვაჭრობა, სოფლის მეურნეობაში ურთიერთობები და სხვა საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სირია. 


close დახურვა