logo
ENG



ქაბულში მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა

07 აგვ 202200:12
3 წუთის საკითხავი
clock 458
2022/08/07/nvq934qkfsrekc4.png

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

აფეთქება დედაქალაქის ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა, სადაც შიიტი მუსლიმი თემის წევრები იკრიბებიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერორისტული დაჯგუგება არ აკონტროლებს ავღანეთის არცერთ ნაწილს, თუმცა ისინი თავს ესხმიან რელიგიურ უმცირესობებს ქვეყანაში, ასევე მმართველი თალიბანის წარმომადგენლებს.

 


close დახურვა