logo
ENG



ღარიბაშვილი 7 აგვისტოზე: ომის დაწყების თარიღებზე სპეკულაციებს თავი დავანებოთ

08 აგვ 202211:34
3 წუთის საკითხავი
clock 456
ღარიბაშვილი 7 აგვისტოზე: ომის დაწყების თარიღებზე სპეკულაციებს თავი დავანებოთ

ქართული ოცნების ხელისუფლება 2008 წლის ომის დაწყების თარიღად, რუსული ნარატივის შესაბამისად, 8 აგვისტოს მიიჩნევს და არა 7 აგვისტოს, როცა რუსულმა ჯარებმა გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს, 8 აგვისტოს გავიდნენ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. 

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რატომ აღნიშნავს ხელისუფლება ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს და არა 7-ს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "თარიღებზე სპეკულაციებს თავი დავანებოთ".

"თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა დავის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ აქ. საერთოდ, უხერხულია ჩვენი გმირი სამხედროები არიან და თქვენ დაიწყეთ თარიღებზე საუბარი". - თქვა პრემიერმინისტრმა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს წინა ხელისუფლება "უგუნური, გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმაში, რამაც განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ იქნა აცილებული". 

პრემიერმინისტრი არაფერს ამბობს რუსეთზე, თუმცა, სააკაშვილს და მის გუნდს ადანაშაულებს ღალატში. 

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. 

სწორედ 2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, 7 აგვისტოა საქართველოში ომის დაწყების თარიღი. 

რუსეთის მტკიცებას, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო, აქვს პოლიტიკური მიზანი. ამით რუსეთი აცხადებს, რომ თითქოს მისი თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც თბილისმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. 


close დახურვა