logo
ENG



იარაღის უკანონო ტარების მუხლით დაკავებული ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

08 აგვ 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock 2123

სიღნაღელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენას და ტარებას ედავებოდნენ და შესაბამისი მუხლით 8 თვე ციხეში გაატარა, დღეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ადვოკატები მთელი დაკავების პერიოდში ამტკიცებდნენ, რომ ლევან ბიძინაშვილს იარაღი ჩაუდეს. 

მიზეზად ბიძინაშვილის ოჯახის კუთვნილი მიწის არდათმობა სახელდება. 

რადიო თავისუფლების კითხვებს ბიზნესმენმა ციხიდან წერილობით უპასუხა. მედიას ლევან ბიძინაშვილმა უთხრა:

"დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან.

მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს. იარაღი სიღნაღის პოლიციის უფროსის [ლევან მაისურაძის] დავალებით ჩამიდეს, პირადად ხელმძღვანელობდა და პირადად დამიჭირა"

პროკურატურა გეგმავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს. 


close დახურვა