logo
ENG


კუბილიუსი: 2008 წელს საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის არმიცემა იყო შეცდომა

09 აგვ 202223:03
3 წუთის საკითხავი
clock 740
2022/08/09/562kilzthmq191l.png

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს. ამის შესახებ კუბილიუსმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულა-ში ისაუბრა.

კუბილიუსის თქმით, ის ფაქტი, რომ "რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ მოჰყვა რეაგირება, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა".

"ჩვენ ახლა შეგვიძლია კიდევ უფრო მყარად განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა დასავლეთის 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭა ეს გეგმა. ეს იყო ის, რომ კრემლმა გაიგო, რომ რაც სურს იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და უკრაინა და იმპერიული, კოლონიური ომი რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა, შემდეგ ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში. ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით, იმიტომ რომ იყო ძალისხმევა პუტინთან დიალოგის, საქართველოს ომის შემდეგ, ეს იყო ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა დასავლეთისა", - ამბობს კუბილიუსი.


close დახურვა