logo
ENG



სოფელ უწერას მოსახლეობას მიწები დაუყადაღეს

13 აგვ 202212:58
3 წუთის საკითხავი
clock 1338

რაჭაში, სოფელ უწერას მოსახლეობას მიწები დაუყადაღეს. 

სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

ადგილობრივების თქმით, მიწები მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ და რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სახლში კანონიერად გაიფორმეს კიდეც. აქ მათ სიმინდი, ლობიო და კარტოფილი მოყავთ. იყენებენ საძოვრებადაც

"ეს მიწები ბაბუაჩემის ბაბუას ეკუთვნოდა და იმ დროიდან გვაქვს. დღეს მოვიდნენ და გვართმევენ, რატომ გვართმევენ? სად წავიდეთ?" - ამბობს უწერას ერთ-ერთი მცხოვრები. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, უწერას მიწები რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული "საპარტნიორო ფონდის" დირექტორს, დავით საგანელიძეს უნდათ. 

ის მიწები, რომელსაც ახლა ყადაღა ადევს, ჯერჯერობით არ შედის იმ ტერიტორიაში, რომელსაც სახელმწიფო დავით ხიდაშელს უკვე გადასცემს. სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად. 

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს. 

რაჭაში მცხოვრებლების წინააღმდეგ გამოძიებას ქუთაისის პროკურატურა სისხლის სამართლის 2 მუხლით აწარმოებს - 180-ე - თაღლითობის და 341-ე - სამსახურეობრივი სიყალბის მუხლებით. 


close დახურვა