შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 31 ცხედარი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.