logo
ENG



ომში მონაწილე რუსეთის ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია - ზალუჟნი

14 აგვ 202200:26
3 წუთის საკითხავი
clock 1197
2022/08/14/yytd703yd4kzkv8.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ომში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია.

ზალუჟნის თქმით, ის დღეს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ, გენერალ მარკ მილის ესაუბრა და რუსების დანაკარგების შესახებ ინფორმაცია დაადარა.

"ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მტერი დიდ დანაკარგს განიცდის, პირველ რიგში, ცოცხალი ძალით. უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია", - განაცხადა ზალუჟნიმ.

მან ამერიკელ კოლეგას აცნობა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის 1300 კმ-ზე გრძელდება.

 


close დახურვა