logo
ENG



რკინიგზა: კომპანიამ 2022 წლის 1-ლი ნახევარი 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

15 აგვ 202214:19
3 წუთის საკითხავი
clock 1094
რკინიგზა: კომპანიამ 2022 წლის 1-ლი ნახევარი 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. 

იგივე თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზეც. 

ოფიციალური ინფორმაციით: 

  • საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა.
  • გაუმჯობესებული მაჩვენებლები გადაზიდვების რეკორდული ზრდითა და სამგზავრო გადაყვანების მატებით არის გამოწვეული.
  • რაც შეეხება, თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია.
  • 2021 წლის მე-3 კვარტალში კომპანიამ 12,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი გაუზარდა, რაც სახელფასო ხარჯებში აისახა, ხოლო საშუალო ხელფასმა 1300 ლარზე მეტი შეადგინა.
  • წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.
  • ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს - 40 მილიონი ლარით აღემატება.

close დახურვა