logo
ENG



სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საია-ს საჩივარი არ დააკმააყოფილა

16 აგვ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არ დააკმააყოფილა. ცესკოს გადაწყვეტილებით, 1-ელ ოქტომბერს სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით სამ საარჩევნო უბანზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება საია-მ გაასაჩივრა, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები მთელ ოლქში უნდა ჩატარდეს.

ცესკოს განცხადებით, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება - ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა. 

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ, რამდენიმეთვიანი კამათის შემდეგ, 2022 წლის 23 თებერვალს 17 ხმით გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი ქარჩავა აირჩიეს. კენჭისყრაში ქართული ოცნების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 

საკრებულოს წევრის ასარჩევად სენაკში არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა