logo
ENG



ფორმულას და TV პირველს გაფრთხილება, მთავარ არხს ₾118 688 ჯარიმა - კომისია ოცნების სარჩელზე

23 აგვ 202217:17
3 წუთის საკითხავი
 

კომუნიკაციების კომისიამ შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის ფორმულას და ტვ პირველს გაფრთხილება მისცა, მთავარი არხი კი 118 688 ლარით დააჯარიმა. კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი ქართულმა ოცნებამ შეიტანა

კომისიამ ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა.

საქმე 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებას ეხება. 

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს ფორმულასტვ პირველისა და მთავარი არხის ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.

ოცნების სარჩელს კრიტიკული მედიები სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩევენ და აღნიშნავენ, რომ "კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე".


close დახურვა