logo
ENG



შსს: ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა

27 აგვ 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/ajlqljhx6rvx539.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.

"ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა", - აღნიშნავენ უწყებაში.


close დახურვა