9-დღიანი ბრძოლა სტიქიასთან - ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. კერების ნაწილი ლოკალიზებულია, თუმცა უმეტეს ტერიტორიაზე ცეცხლი ისევ მძვინვარებს. ინტენსიურად მუშაობს ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, ვერტმფრენები და თურქული ავიაცია, რომელიც 4 დღეა მეზობელი ქვეყნის დახმარებას ცდილობს. იწვის საუკუნოვანი ტყე, უნიკალური ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები რომლის აღდგენასაც ათწლეულები სჭირდება.