2022 წლის პირველ 6 თვეში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 195 მილიონ ლარამდე, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტი - გასულ წელს სახელმწიფო სამსახურების უშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 153 239.3 ათასი ლარი იყო.
2022 წლის პირველ 6 თვეში სახელმწიფო სამსახურებში უშტატო თანამშრომლების რიცხვია 52 568 ადამიანი.
2021 წლის პირველ 6 თვეში უშტატოდ მუშაობდა 47 374 პირი.
ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, "საქონელი და მომსახურების" კატეგორიიდან ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაწეული დანარჩენი ხარჯების სტრუქტურა შემდეგია:
- შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება - 194 891.7 ათასი ლარი;
- მივლინება - 18 780.3 ათასი ლარი;
- ოფისის ხარჯები - 145 588.1 ათასი ლარი;
- წარმომადგენლობითი ხარჯები - 9 101.2 ათასი ლარი;
- კვების ხარჯები - 54 985.9 ათასი ლარი;
- სამედიცინო ხარჯები - 123 146.5ათასი ლარი;
- რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები - 29 367.1 ათასი ლარი;
- ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები - 69 221.2 ათასი ლარი;
- სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები - 8 377.5 ათასი ლარი;
- სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება - 223 733.2 ათასი ლარი.