
შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ამ წუთებში ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციაც იყო ჩართული.
შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, 28 აგვისტოს გაჩნდა. ადგილზე ტყე და მინდორი იწვოდა.