ერთ-ერთმა მოქალაქემ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა დაკიდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
დროშა საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, მოგვიანებით კი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.
"საქართველომ უნდა იცხოვროს რუსეთის დროშის ქვეშ. ეს არის 100%-იანი, არავითარი ევროპა"- ამბობს ვიდეოში მოქალაქე რუსულ ენაზე.
ადგილობრივები მოქალაქის ადმინისტრაციულად დაჯარიმებას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში აცხადებენ, რომ ფაქტი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა.
დირექტორის მოადგილის თქმით, მომხდარზე პოლიციისთვის არ მიუმართავს.
"სამსახურის საათები დამთავრებული იყო. თვითონ დაცვის მუშაკმა ნახა, უთხრა და დაკეცეს და წავიდნენ. ერთი გაშალეს, მერე დაკეცეს და წავიდნენ. სამწუხაროდ, სათვალთვალო კამერებზე არაა დაფიქსირებული, რემონტის მიმდინარეობის გამო არ მუშაობს"- ამბობს ტარიელ მეტონიძე.
ამ დრომდე ქალაქის მერიას მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.