
გორში 12 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ 63 წლის კაცს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის.
შსს-ის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს, ბრალდებულმა ძალადობითა და ძალადობის მუქარით 12 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა.
შსს-მ ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავა.
პროკურატურის ცნობით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუპატიურების მცდელობას, ჩადენილს დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.