logo
ENG



76 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ, პოლიციამ იძალადა, ექსპერტიზა ჩაუტარდა

24 ივლ 202317:07
3 წუთის საკითხავი
 

76 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ, პოლიციამ იძალადა, ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც გულიკო ჟღენტი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ დასჯას ითხოვს.

"არ იყვნენ ისინი [პოლიციელები] მართლები, ბიჭები მოდიან და გააჩერეს, უნდა გაგჩხრიკოთო. ჯერ ერთი, პოლიციელი რომ მოდის, იმან უნდა წარადგინოს საბუთი, რომ აქვს თუ არა გაჩხრეკის უფლება. იდაყვთან მომხვდა, მახსოვს ის ერთი რომ ეუბნებოდა მეორეს, გაათრიეო და მერე მომკიდა ხელი, მომათრევდა"- ჰყვება გულიკო ჟღენტი.

21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივლისს თქვა, რომ პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, ჩხრეკის დროს კი მასზე იძალადა. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელებმა იძალადეს ლაშას ბებიაზეც.

შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.


close დახურვა