logo
ENG



უკრაინა: რუსეთის 64-ე ბრიგადამ, რომელიც ბუჩაში უკრაინელებს აწამებდა, პერსონალის 90% დაკარგა

18 სექ 202213:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/18/6bon01ogomdkfll.jpg
Rodrigo Abd / AP Photo

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარის 64-ე ბრიგადამ, რომელიც ბუჩაში უკრაინელების წამებაში მონაწილეობდა, პერსონალის 90%-ზე მეტი დაკარგა.

უკრაინის ცნობით, ამ ბრიგადის სამხედროების ნაწილი დაიღუპა, დაიჭრა, გაიქცა ან დაითხოვეს, რადგან ბრძოლაზე უარს აცხადებდნენ.

„აღმოსავლეთის სამხედრო დანაყოფის 64-ე მოტორიზებული იარაღის ბრიგადამ პერსონალის 90%-ზე მეტი დაკარგა - დაიღუპნენ, დაიჭრნენ, გაიქცნენ ან შეტაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაითხოვეს“ - აცხადებს გენშტაბი.

ივლისში ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებდა, რომ კრემლს შესაძლოა ეს ბრიგადა გაენადგურებინა, რათა ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეები დაემალა.

კიევის ოლქში მდებარე ქალაქი ბუჩა უკრაინამ ოკუპანტებისგან აპრილის დასაწყისში გაათავისუფლა. ბუჩაში მასობრივი სასაფლაოები იპოვეს, ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრით.

გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში დახვრეტილი მოქალაქეების ცხედრები ნახეს. ოკუპანტებმა მათი ნაწილის დაწვაც სცადეს. დაღუპულებს ეტყობოდათ წამების კვალი. 

ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის ცნობით, ოკუპანტებმა ბუჩაში 400-ზე მეტი ადგილობრივი მოკლეს. მისი თქმით, ოკუპანტები წამებასთან ერთად აუპატიურებდნენ ქალებსა და ბავშვებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, 16 აპრილს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების 64-ე მოტორიზებული იარაღის ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებშია ეჭვმიტანილი "გმირობისა და სიმამაცისთვის" საპატიო "მცველების" ტიტული მიანიჭა.


close დახურვა