ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო რეფორმაზე და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები. პირველი რაც გავაკეთეთ, იყო დაპირება და ეს დაპირება შესრულდა - საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრული განახლება და ჩანაცვლება ახალი ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. მე ნამდვილად მეამაყება, რომ როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაში მაცხოვრებელს, რომ დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას მთელ ევროპაში.
