logo
ENG



ლიეტუვა: მობილიზაციის გამოცხადების გამო, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში გვყავს

21 სექ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/1q8i5et141w2vvc.jpg

ლიეტუვა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გამო, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში ჰყავს.

ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუკსასი Twitter-ზე აცრცელებს.

"იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც (კალინინგრადის რეგიონი) განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია", - წერს ანუშაუკსასი.

დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

 


close დახურვა