logo
ENG



მოსკოვში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს ჯარში გაწვევის უწყისები გადასცეს

22 სექ 202210:10
3 წუთის საკითხავი
clock 545
2022/09/22/17ian6ygm4krg8k.jpg

მოსკოვში, პოლიციის რამდენიმე განყოფილებაში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის დროს დაკავებულებს ჯარში გაწვევის უწყისები გადასცეს. ამის შესახებ დაკავებულებმა უფლებადამცველ ორგანიზაციას OVD-info-ს განუცხადეს.

პარტია იაბლოკოს წევრმა, კირილ გონჩაროვმა ერთ-ერთი დაკავებულისთვის გადაცემული უწყისი გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ მის ქმარს უწყისი უშუალოდ სამხედრო კომისარმა გადასცა.

"ვიდეოთი იღებდნენ, როგორ გადასცემდნენ უწყისს და ამბობდნენ, რომ არმიღება არ შეუძლია, რადგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ვალდებულია ხვალ კომისარიატში გამოცხადდეს", - ამბობდა ქალი.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე საპროტესტო აქციები დაიგეგმა. დემონსტრაციები 38 ქალაქში ჩატარდა, სადაც პოლიციამ 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. 


close დახურვა