logo
ENG



რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 9 რაკეტა გაუშვეს, რასაც ნგრევა მოჰყვა

22 სექ 202218:43
3 წუთის საკითხავი
clock 412
2022/09/22/ns5n4wb5k4fjag5.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 9 რაკეტა გაისროლეს, რასაც ნგრევა მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი იულია ბარიშევა ამბობს, რომ სარაკეტო თავდასხმა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, დაზიანდა ქალაქის ცენტრი და პარკი.

"პარკის ცენტრში არის განთავსებული სასტუმრო, რესტორანი, ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტებია. დღეს მტერმა სწორად ამ მიმართულებით განახორციელა 9 რაკეტის გასროლა. ობიექტი სერიოზულად დაზიანდა. სამწუხაროდ დაიღუპა 65 წლის კაცი. მაშველებმა მოახერხეს 6 ადამიანი ნანგრევებიდან გამოეყვანათ. კიდევ 27-მა მოქალაქემ შეძლო ნანგრევებიდან გამოსვლა", - თქვა ბარიშოვამ.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა ათასობით ადამიანი, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. 


close დახურვა