logo
ENG



საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

22 სექ 202220:20
3 წუთის საკითხავი
clock 384

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურამ დღეს დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენა, მუხლები იარაღის შემოწმების შემდეგაც არ შეცვლილა. პროკურატურამ დაასახელა მოტივიც - "ანგარება, ტერორისტული აქტის ჩადენა და საზოგადოების დაშინება" - გრიგოლ ნარსიას ადვოკატები ტერორისტული აქტის ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებენ და კვლავ ამტკიცებენ, რომ დაკავებულს თანხა ბავშვის სამკურნალოდ სჭირდებოდა. დღესვე დაზუსტდა, რომ დანაშაულში სხვა თანამზრახველის მონაწილეობა არ ვლინდება, გაირკვა ისიც, რომ მოწმის სახით გამოკითხულია დაკავებულის მეგობარი.

 


close დახურვა