logo
ENG



აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს

28 სექ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock 347
2022/09/28/grnrl5bhzj0jzym.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.

Reuters-ი იუწყება, რომ დახმარება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს და საჭირო საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემას. ასევე, დახმარება გულისხმობს სამხედროების მომზადებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

გარდა ამისა, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, აშშ-მა უკრაინას 15 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა.


close დახურვა