
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას გმობს. უწყების განცხადება Twitter-ზე გამოქვეყნდა.
"უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
condemns the illegal referenda staged by in the occupied territories of . These attempts for annexation of Ukraine’s territories are unacceptable. Georgia firmly supports Ukraine’s sovereignty and territorial integrity.@MFA_Ukraine
— MFA of Georgia (@MFAgovge) September 28, 2022
რუსეთის სამთავრობო მედია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების პირველად შედეგებს აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა".
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ე.წ ხმების დაახლოებით მეხუთედია დათვლილი და რუსეთთან შეერთებაზე "თანხმობას" ხერსონის რეგიონში 97%-მა, ზაპოროჟიეში - 98%-მა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში - 98%-მა და ე.წ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც - 98%-მა მისცა ხმა.
უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.