logo
ENG



ქაბულში, საგანმანათლებლო ცენტრის წინ ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა

30 სექ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/nsqm6y54fxc9pdu.jpg
Adek Berry/AFP/Getty Images/File

ქაბულში ტერორისტმა საგანმანათლებლო ცენტრის წინ ტერაქტი მოაწყო. ტერორისტულმა თავდასხმამ 24 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალები არიან. არსებული ინფორმაციით დაშავებულია სულ მცირე 36 ადამიანი.

აფეთქება ​Kaaj-ის საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა, ძირითადად ჰაზარების უბანში.

სტუდენტები პარასკევს დილით, ადგილობრივი დროით 7:30 საათზე, უნივერსიტეტში გამოცდაზე იმყოფებოდნენ, როდესაც პირველი აფეთქება მოხდა, განუცხადა CNN-ს ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თარიქ არიანის თქმით, იმ თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც საგანმანათლებლო ცენტრის წინ, ქუჩაში თავი აიფეთქა, ცნობილია. თალიბანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო.

 


close დახურვა