logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში პენსია გაიზრდება

30 სექ 202214:41
3 წუთის საკითხავი
clock 1516
ღარიბაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში პენსია გაიზრდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში პენსია გაიზრდება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, 70 წლამდე პირთა პენსია 300 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის 365 ლარამდე გაიზრდება.

"მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია თითქმის 440 ლარი იქნება. სხვაგან კი 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია 355 ლარი გახდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, იანვრიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით გაიზრდება.

 


close დახურვა