logo
ENG



ლომჯარია: ომბუდსმენის წარმომადგენლებს სხვადასხვა ციხეში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

30 სექ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock 713
2022/09/30/eijln2z745ht870.jpg
საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, წლიურ ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთხელ გახდნენ სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები.

ლომჯარიას თქმით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეომასალაც ადასტურებს რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების მიმართ უკანონო ქმედებები ციხის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული.

სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, დანაშაულში მონაწილეები პირების ბრალეულობა არ გამოკვეთილა.

„ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს, როგორც დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები გახდნენ. პენიტენციური დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეომასალა ცალსახად ადასტურებს, რომ პატიმრების მცირე ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები ციხის ადმინისტრაციის იყო ორგანიზებული, პირდაპირ ან ირიბად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა კვლავ არ გამოკვეთილა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გამოწვევაა ეფექტიანი მართლმსაჯულება საქართველოში დღემდე არ არსებობს პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურა და მრავალი საქმის გამოძიების პროცესში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები.

„გამოწვევას წარმოადგენს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება, დღემდე არ გვაქვს პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემა. მნიშვნელოვანი ხარვეზები არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა. წლებია სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე.“ - განაცხადა ლომჯარიამ.


close დახურვა