logo
ENG



ზელენსკი: უკრაინას NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს

30 სექ 202218:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/gakakseskk92js0.jpg

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას NATO-ში დაჩქარებული შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

"დე ფაქტოდ ჩვენ უკვე გავიარეთ გზა NATO-სკენ. დე ფაქტოდ, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტოდ.

დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით", - განაცხადა ზელენსკიმ.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი დღეს 30 სექტემბერს მოაწერეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

ვლადიმერ პუტინმა დღეს, 30 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.


close დახურვა