logo
ENG



შსს: საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაზე 3 პირი დავაკავეთ

02 ოქტ 202213:53
3 წუთის საკითხავი
clock 226
შსს: საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაზე 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის უკანონოდ გადაყვანა სცადეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა