logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო

05 ოქტ 202214:16
3 წუთის საკითხავი
clock 754
2022/10/05/sz2wx6fib8q0ma5.jpeg

ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაი აცხადებს, რომ ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

"ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია რუსული არმიისგან, რუსი ოკუპანტებისგან", - აცხადებს ჰაიდაი.

ჰაიდაი არ აკონკრეტებს გათავისუფლებულ დასახლებებს. მისი თქმით, ოკუპანტებს ესმით, რომ "მათ ანადგურებენ", ამიტომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დანაღმონ ყველა გზა, შენობა. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

2 ოქტომბერს ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლუჰანსკის დეოკუპაცია ლიმანის გათავისუფლებით დაიწყებოდა.

უკრაინამ ქალაქი ლიმანი პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების მომდევნო დღეს დაიბრუნა. რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებს შორისაა დონეცკიც, სადაც ლიმანი მდებარეობს.

რუსეთი ლიმანს იყენებდა როგორც ლოჯისტიკურ და სატრასნპორტო ჰაბს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში ოპერაციებისთვის. ლიმანის დაკავება უკრაინისთვის უდიდესი საბრძოლო მონაპოვარია ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასულ თვეში კონტრშეტევის შემდეგ.


close დახურვა